აღწერა
ვიზუალური პროგრამირების მესამე დონე (Advanced Level) – ვიზუალური და მობაილ პროგრამირება MIT App Inventor-ით
ვიზუალური და მობაილ პროგრამირების საერთაშორისო პლატფორმები შესანიშნავი ინსტრუმენტებია პროგრამირების მთავარი პრინციპების, ალგორითმული აზროვნების, ლოგიკისა და კომპიუტერული მეცნიერების შესასწავლად, შემოქმედებითი აზროვნებისა და 21-ე საუკუნის უნარების განსავითარებლად, როგორც სასკოლო, ასევე ზრდასრულ ასაკში.
MIT App Inventor გახლავთ ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირების (Block-Based Programming) საერთაშორისო პლატფორმა მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისგან (Massachusetts Institute of Technology).
APP Inventor-პლატფორმაზე შეგვიძლია, შევქმნათ რეალური, სხვადასხვა სირთულისა და ტიპის, სრულყოფილი მობაილ აპლიკაციები, როგორც Android, ისევე IOS ოპერაციული სისტემისთვის.
მოსწავლეების მიერ შექმნილი Mobile App-ები წარმოადგენს მრავალფეროვანი ტიპის და სირთულის თამაშებს, SMART აპლიკაციებს და STEM პროექტებს.
MIT App Inventor პლატფორმა საშუალებას გვაძლევს აპლიკაციები QR კოდის სკანირებით მარტივად გადავიტანოთ სმარტფონებში და წარმატებით გამოვიყენოთ რეალურ ცხოვრებაში.
კურსის გავლისას მოზარდები სრულყოფილად ეუფლებიან პროგრამირების საკმაოდ რთულ პრინციპებს, ქმნიან რეალურ მობაილ აპლიკაციებს, მუშაობენ STEAM პროექტებზე, მონაწილეობენ არაფორმალურ აქტივობებსა და კონკურსებში.
მოსწავლეები პროგრამირების აღნიშნული საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ მზად იქნებიან, საკმაოდ მარტივად დაეუფლონ ნებისმიერი სირთულის Text-Based პროგრამულ ენას, გადაჭრან კომპიუტერულ მეცნიერებებთან დაკავშირებული კომპლექსური ამოცანები და განვითარდნენ ციფრული ტექნოლოგიების ამოუწურავი, სწრაფად ცვლადი სფეროს სასურველი მიმართულებით.
რაც მთავარია, კურსის დამამთავრებელ ეტაპზე მყოფ მოსწავლეებს ჩვენი ლექტორები დაეხმარებიან მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის MIT Massachusetts Institute of Technology საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებაში (Mobile Development By App Inventor- EXAM) და ექსპლორიუმის საერთაშორისო სერტიფიკატთან ერთად, MIT-ის საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებაში!
🎯 კურსის მიზანია:
🔲 მოსწავლეებმა სასიამოვნო გარემოში, ხალისით ისწავლონ კომპიუტერული და მობილური პროგრამირება
🔲 შექმნან სხვადასხვა სირთულის, ჭკვიანი, რეალური მობაილ აპლიკაციები
🔲 განუვითარდეთ ალგორითმული, ლოგიკური, მათემატიკური აზროვნება და კომპიუტერული აზროვნება
🔲 გაუღრმავდეთ წარმოსახვა, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები
🔲 ისწავლონ ინტეგრირებულ და STEAM პროექტებზე მუშაობა
🔲 ისწავლონ კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრა
🔲 ჰქონდეთ უფრო რთული პროგრამული ენების შესწავლისთვის საჭირო მზაობა
🔲 დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებსა და ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას
პროექტებზე დაფუძნებული სწავლებით, კონსტრუქტივისტული და ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდებით, საინტერესო აქტივობებით დავეხმარებით მოსწავლეებს, იაზროვნონ შემოქმედებითად, იმსჯელონ სისტემურად და იმუშაონ გუნდურად.
მართლაც, თამაშებისა, ანიმაციებისა და ჭკვიანი აპლიკაციების საკუთარი ძალებით შექმნა მოსწავლეებისთვის თანამედროვე, რთული ტექნოლოგიური სამყაროს შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ისინი დიდი ინტერესით ერთვებიან კომპიუტერული ტექნოლოგიების კურსებში, რომელთა ფარგლებშიც ისინი უბრალოდ არსებული ტექნოლოგიის მომხმარებლები კი არ არიან, არამედ, თავად ხდებიან შემოქმედები, თავად იგონებენ ახალს, თავად ქმნიან საკუთარ კომპიუტერულ თამაშსა, ანიმაციებსა და აპლიკაციებს.
მომავლის პროფესიების შეძენით, რეალურ პროექტებზე მუშაობით, საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში/აქტივობებში მონაწილეობით- ისინი განვითარდებიან შემოქმედებითად, შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა-რეალიზებას, შეიძენენ 21-ე საუკუნის სწრაფად ცვლად გარემოსთან ადაპტირებისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს. შედეგად, ინოვაციური ცოდნითა და კომპეტენციით აღჭურვილნი გახდებიან ქვეყნის ციფრული ეკონომიკის სისტემის ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრები და შეძლებენ საკუთარი წვლილის შეტანას გლობალურ ციფრულ ტრანსფორმაციაში.
სასწავლო პროგრამის დეტალები:
კურსი განკუთვნილია 11-13 წლის მოსწავლეებისთვის (VI-VII კლასი).
კურსის ხანგრძლივობა: 9 – 15 თვე
მეცადინეობები ჩატარდება როგორც დისტანციურად, ასევე ონლაინ რეჟიმში. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმატი
ონლაინ ფორმატი – 1 გაკვეთილი კვირაში, ხანგრძლივობა – 2 საათი. ფასი 140 ლარი
ფიზიკური ფორმატი – 1 გაკვეთილი კვირაში, ხანგრძლივობა 2 საათი. ფასი 160 ლარი
კურსის ბოლოს გაიცემა ქართულ და ინგლისურენოვანი სერთიფიკატი.
დამამთავრებელი ეტაპის მოსწავლეებს ჩვენი ლექტორები დაეხმარებიან MIT (Massachusetts Institute of Technology)-ის საერთაშორისო გამოცდის დაძლევასა და სერტიფიკატის მოპოვებაში!
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.