აღწერა
კურსი: ვიზუალური პროგრამირება-მეორე ეტაპი (Intermediate Level) – SCRATCH (mBot, Blockly)
რა არის ვიზუალური პროგრამირება?
ვიზუალური პროგრამირება, რომელსაც ასევე უწოდებენ ბლოკებზე დაფუძნებულ პროგრამირებას (Block-Based Programming), წარმოადგენს პროგრამირების გარემოს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს პროგრამული კოდი/პროგრამა ვიზუალური ელემენტების, ბლოკების/ბრძნებების სწორი კომბინაციით შექმნას.
ვიზუალური პროგრამირების პლატფორმები (Block Based Programming) იდეალურია დაწყებით კლასებში (VIII კლასამდე) და ზრდასრულ ასაკშიც პროგრამირების ძირითადი პრინციპების და საკმაოდ რთული საკითხების მარტივად შესასწავლად.
🔗 ვიზუალური პროგრამირების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სრულყოფილი პლატფორმა, რომელსაც 150 ქვეყანაში მილიონობით მომხმარებელი იყენებს არის Scratch. Scratch სუპერპოპულარული, Block-based პროგრამირების ენაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Harvard MIT (Massachusetts Institute of Technology) შეიქმნა.
ვიზუალური პროგრამირების მეორე დონეზე (Intermediate Level) გარდა Scratch-ის ძირითადი პლატფორმისა, ვიყენებთ Google-ის ვიზუალური პროგრამირების პლატფორმას “Blockly” და ასევე, პლატფორმა mBot5, რომელიც იდეალურია Text Based და Block based პროგრამირებას შორის პარალელების გასავლებად.
პროგრამირების საერთაშორისო პლატფორმა Scratch.mit.edu-ს გამოყენებით ბავშვები შეისწავლიან პროგრამირების ძირითად პრინციპებს, შეძლებენ სხვადასხვა ტიპის საშუალო და მაღალი სირთულის თამაშების, ანიმაციების, ჭკვიანი აპლიკაციების, ჩეთბოტების შექმნას. გარდა ამისა, იმუშავებენ ინტეგრირებულ და STEAM პროექტებზე.
ვიზუალური პროგრამირება ავითარებს 21-ე საუკუნის უნარებს: ლოგიკურ, მათემატიკურ, ალგორითმულ, კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებით და წარმოსახვის უნარებს; ბავშვები სწავლობენ პრობლემის გადაჭრას, თანამშრომლობას, კოლაბორაციას, გუნდუნრ მუშაობას. ეხვეწებათ პროექტზე მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები.
კურსის დასრულების შემდეგ ბავშვებს ექნებათ მზაობა, მარტივად დაეუფლონ უფრო რთულ პროგრამულ ენებს.
🚀კურსის ფარგლებში ბავშვები სწავლობენ პროგრამირებას და ქმნიან სხვადასხვა სირთულის თამაშებს, ანიმაციებს, ChatBot-ებს, Smart აპლიკაციებს და STEAM პროექტებს, რომელსაც უზიარებენ მსოფლიოს უდიდესი კრეატიული კოდინგის პლატფორმის https://scratch.mit.edu/ 80 მილიონზე მეტ მომხმარებელს
კურსის დამამთავრებელი ეტაპის მოსწავლეებს ჩვენი მენტორები დაეხმარებიან HARVARD-ის უნივერსიტეტის ვიზუალური პროგრამირების საერთაშორისო სერტიფიკატის აღებაშიც
🎯 კურსის მიზანია
🔲 ბავშვებმა სასიამოვნო გარემოში, ხალისით ისწავლონ კომპიუტერული პროგრამირება
🔲 შექმნან სხვადასხვა სირთულის თამაშები, ანიმაციები, ჩეთბოტები, Smart აპლიკაციები და STEAM პროექტები
🔲 განუვითარდეთ ალგორითმული, ლოგიკური, მათემატიკური აზროვნება
🔲 გაუღრმავდეთ წარმოსახვა, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები
🔲 ისწავლონ ინტეგრირებულ პროექტებზე მუშაობა
🔲 ჰქონდეთ უფრო რთული პროგრამული ენების შესწავლისთვის საჭირო მზაობა
🔲 ისწავლონ კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრა
🔲 დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებსა და ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას
🔲 პროექტებზე დაფუძნებული სწავლებით და საინტერესო აქტივობებით დავეხმაროთ ბავშვებს, იაზროვნონ შემოქმედებითად, იმსჯელონ სისტემურად და იმუშაონ გუნდურად
თამაშის საკუთარი ძალებით შექმნა ბავშვებისათვის თანამედროვე, რთული ტექნოლოგიური სამყაროს შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ისინი დიდი ინტერესით ერთვებიან კoმპიუტერული ტექნოლოგიების კურსებში, რომელთა ფარგლებშიც ისინი უბრალოდ არსებული ტექნოლოგიის მომხმარებლები კი არ არიან, არამედ, თავად ხდებიან შემოქმედები, თავად იგონებენ ახალს, თავად ქმნიან საკუთარ კომპიუტერულ თამაშსა და აპლიკაციებს.
მომავლის პროფესიების შეძენით, რეალურ პროექტებზე მუშაობით, საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში/აქტივობებში მონაწილეობით- ისინი განვითარდებიან შემოქმედებითად, შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა-რეალიზებას, შეიძენენ 21-ე საუკუნის სწრაფადცვლად გარემოსთან ადაპტირებისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს. შედეგად, ინოვაციური ცოდნითა და კომპეტენციით აღჭურვილნი გახდებიან ქვეყნის ციფრული ეკონომიკის სისსტემის ახალგაზრდა,პერსპექტიული კადრები და შეძლებენ საკუთარი წვლილის შეტანას გლობალურ ციფრულ ტრანსფორმაციაში.
სასწავლო პროგრამის დეტალები:
კურსი განკუთვნილია: 9-12 წლის მოსწავლეთათვის (IV-V-VI კლასი)
კურსის ხანგრძლივობა: 9 – 15 თვე
გაკვეთილები ჩატარდება როგორც დისტანციურ, ასევე ონლაინ ფორმატში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი:
ონლაინ ფორმატი – კვირაში 2 გაკვეთილი, ხანგრძლივობა- 1 საათი. ფასი 140ლარი
ფიზიკური ფორმატი– კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 2 საათი. ფასი 150 ლარი
კურსის ბოლოს გაიცემა ქართულ და ინგლისურენოვანი სერტიფიკატი
ჩვენი მოსწავლეები ჩვენს შესახებ:
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.