ოლიკო კილაძე – დირექტორი
ოლიკო ექსპლორიუმის დირექტორია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ბაკალავრი; განათლების მეცნიერებებისა და ადმინისტრირების მაგისტრი. ასევე, ტარტუს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის რჩეული საქართველოდან სრული გრანტით “University of Tartu – Micro Degree Program “Use of technology in contemporary learning”.
პარალელურად, არის განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერული ტექნოლოგიების) ექსპერტი/ტრენერი/ქოუჩი.
ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული საგნობრივი ექსპერტი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სერტიფიცირებული ექსპერტი.
იყო თავისუფალი სკოლის ინოვაციური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ასწავლიდა კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკას კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მუშაობდა ადმინისტრაციულ და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა პოზიციებზე ქართულ და უცხოურ კომპანიებში. იყო კომპანია “AID Group” კომერციული დირექტორის თანაშემწე და ვებ მენეჯერი.
მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, როგორც STEM მენტორი.
იყო თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია “ექსპლორიუმის” ვიზუალური პროგრამირების ლექტორი და მენეჯერი. 2020 წლიდან კი დირექტორის პოზიციას იკავებს.
ინტერესის სფეროები- განათლების პოლიტიკა და მენეჯმენტი, პროგრამირება, მათემატიკა/ლოგიკა, STEAM განათლება, ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები.