გრაფიკული და UI / UX დიზაინი

130.00

ასაკი: 13-18 წელი

გაკვეთილები ჩატარდება როგორც დისტანციურ, ასევე ონლაინ ფორმატში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი:

ონლაინ ფორმატი – კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა- 2 საათი. ფასი 130ლარი

ფიზიკური ფორმატი– კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 2 საათი. ფასი 160 ლარი

ხანგრძლივობა: გრაფიკული დიზაინი- 6-7 თვე;  UI/UX დიზაინი- 4 თვე

მისამართი: დასწრებული ფორმატის შეხვედრები ტარდება თბილისში, თავისუფლების მოედანთან, ლადო ასათიანის N28-ში

კურსის ბოლოს გაიცემა ქართულ და  ინგლისურენოვანი სერტიფიკატი

სანამ კურსს შეიძენთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია, რომ დაგიკავშირდეთ მენეჯერი და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კურსის დაწყების თარიღთან დაკავშრებით
წინასწარი რეგისტრაცია
კატეგორია:

აღწერა

გრაფიკული და UI/UX დიზაინის კურსი (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe XD-Figma)

კურსის მიზანია, მოსწავლეებმა მიიღონ საბაზისო ცოდნა თანამედროვე გრაფიკული პროგრამების  შესახებ და შეძლონ მათი სწორად გამოყენება.

სრული კურსის გავლის შემდგომ მოსწავლეები შეძლებენ ნებისმიერი სირთულის ფოტომანიპულაციებს; პოსტერების, ილუსტრაციების, საიტისა და Mobile აპლიკაციების დიზაინის შექმნას.

დიზაინის სრული პროგრამა იყოფა ორ ნაწილად:

1.გრაფიკული დიზაინის კურსი (Adobe Photoshop, Adobe Illustrator) – სწავლა გრძელდება 6 თვე (24 შეხვედრა)

2. UI/UX დიზაინის კურსი.( WEB გვერდების და Mobile აპლიკაციების დიზაინ).  კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (12 შეხვედრა).

თითოეული დონის დასრულების შემდეგ მოსწავლეები/სტუდენტები მიიღებენ იმ დონის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს.

გრაფიკული დიზაინის და UI/UX დიზაინის ინსტრუმენტების დაუფლების შემდგომ, მოსწავლეები, სურვილის შემთხვევაში, 1 თვის განმავლობაში სწავლას გააგრძელებენ “გრაფიკული და UI/UX დიზაინის სახელოსნოში”, სადაც შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ რეალურ პროექტებზე, დაიგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიმდიდრონ პორტფოლიო და განიმტკიცონ კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნა “კეთებით სწავლის” უნიკალურ პრინციპზე დაფუძნებით.

სახელოსნოში სწავლის პერიოდში მოსწავლეები ითანამშრომლებენ ექსპლორიუმის მეგობარ კომპანიებთან. ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებსა და ინიციატივებში.

შედეგები:

სრული კურსის გავლის შემდგომ მოსწავლეები/სტუდენტები შეძლებენ:

  • შექმნან აბსტრაქციები, ილუსტრაციები, ტიპოგრაფიული პოსტერები, ლოგოები, კლიპარტი, შეფუთვის დიზაინი, პოსტერები, შექმნან საიტის და Mobile აპლიკაციების დიზაინი
  • სხვადასხვა პლატფორმებზე განათავსონ თავიანთი ნამუშევრები და შექმნან პორტფოლიო;
  • დააგროვონ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება-იმუშაონ რეალურ პროექტებზე
  • იმუშაონ დამკვეთის მიერ მოცემული ბრიფის მიხედვით;
  • ისწავლონ პრობლემების მარტივად გადაჭრა, განივითარონ კრეატიული აზროვნების უნარი.
  • მონაწილეობა მიიღონ ვებინარებსა და კონფერენციებში

კურსი იწყება Adobe Photoshop-ით, ან Adobe Illustrator-ით

კურსისის თითოეული ნაწილის სრული აღწერისთვის, გაეცანით სილაბუსებს:

სილაბუსი- Adobe Illustrator

სილაბუსი- Adobe Photoshop

სილაბუსი- Adobe XD

 

 

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „გრაფიკული და UI / UX დიზაინი“

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *