აღწერა
🚀ვიზუალური პროგრამირების, ლოგიკის და კომპიუტერული მეცნიერებების შესავალი კურსი განკუთვნილია I-II და III კლასელი მოსწავლეებისთვის.
CodeMonkey-ისა და Code.org -ის საერთაშორისო პლატფორმების/პროგრამის დახმარებით, მოსწავლეები ისწავლიან ლოგიკურ-ალგორითმულ აზროვნებას, კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს და პროგრამირების/ქოდინგის საბაზისო პრინციპებს.
განივითარებენ ლოგიკურ, ალგორითმულ, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას. ისწავლიან პრობლემის გადაჭრას. შექმნიან/დააპროგრამებენ მრავალფეროვან ციფრულ პროექტებს: მარტივ თამაშებს, ანიმაციებსა და აპლიკაციებს
CodeMonkey და Code.org ბავშვებისთვის შექმნილი პროგრამირების საერთაშორისო, ყველაზე პოპულარული და აღიარებული პლატფორმებია, რომლებიც ათეულობით ქვეყანაში წარმატებით ინერგება.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები თამაშ-თამაშით, მხიარულ და მეგობრულ გარემოში თავს გაართმევენ სხვადასხვა სირთულის ლოგიკურ თავსატეხებს, რომელთა ამოხსნის პროცესში სწავლობენ პროგრამირებისა და ქოდინგის მთავარ პრინციპებს.
თამაშის საკუთარი ძალებით შექმნა ბავშვებისათვის თანამედროვე, რთული ტექნოლოგიური სამყაროს შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ისინი დიდი ინტერესით ერთვებიან კoმპიუტერული ტექნოლოგიების კურსებში, რომელთა ფარგლებშიც ისინი უბრალოდ არსებული ტექნოლოგიის მომხმარებლები კი არ არიან, არამედ, თავად ხდებიან შემოქმედები, თავად იგონებენ ახალს, თავად ქმნიან საკუთარ კომპიუტერულ თამაშსა და აპლიკაციებს.
მოსწავლეები კურსის ბოლოს შექმნიან მარტივ თამაშებს, ინტერაქტიულ ამბებს, სხვადასხვა ტიპის ანიმაციებს.
ვიზუალური პროგრამირება ავითარებს ლოგიკურ, მათემატიკურ, ალგორითმულ, კრიტიკულ აზროვნებას; შემოქმედებით და წარმოსახვის უნარებს.
🚀კურსის დასრულების შემდეგ ბავშვებს ექნებათ მზაობა, გადავიდნენ ვიზუალური პროგრამირების მეორე საფეხურზე (Intermediate Level) და განაგრძონ სწავლა უფრო რთული და კოპლექსური საერთაშორისო პლატფორმების დახმარებით SCRATCH, APP INVENTOR
🎯 კურსის მიზანია
🔲 ბავშვებმა სასიამოვნო გარემოში, ხალისით ისწავლონ კომპიუტერული პროგრამირება
🔲 შექმნან სხვადასხვა სირთულის თამაშები, ანიმაციები, ინტერაქტიული ციფრული პროექტები
🔲 განუვითარდეთ ალგორითმული, ლოგიკური, მათემატიკური აზროვნება
🔲 გაუღრმავდეთ წარმოსახვა, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები
🔲 ისწავლონ ინტეგრირებულ პროექტებზე მუშაობა
🔲 ჰქონდეთ უფრო რთული პროგრამული ენების შესწავლისთვის საჭირო მზაობა
🔲 ისწავლონ კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრა
🔲 დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებსა და ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას
🔲 პროექტებზე, თამაშის მეთოდსა და თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სწავლებით, საინტერესო აქტივობებით, სწავლა-სწავლების უახლესი მეთოდებით და ეფექტური, ინდივიდუალური საჭიროებებზე მორგებული მიდგომებით დავეხმაროთ ბავშვებს, იაზროვნონ შემოქმედებითად, იმსჯელონ სისტემურად და იმუშაონ გუნდურად
კურსის ფარგლებში მოსწავლეები მუშაობენ შუალედურ და ფინალურ პროექტებზე, რომლებსაც უზიარებენ მშობლებს, მეგობრებს და დაინტერესებულ აუდიტორიას ფინალური შეხვედრების დროს.
გარდა ამისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო არაფორმალურ აქტივობებსა და კონკურსებში.
კურსი განკუთვნილია 6-8 წლის მოსწავლეთათვის (I-III კლასი)
გაკვეთილები ჩატარდება როგორც დისტანციურ, ასევე ონლაინ ფორმატში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი:
ონლაინ ფორმატი – კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა- 2 საათი. ფასი 140 ლარი
ფიზიკური ფორმატი– კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 2 საათი. ფასი 160 ლარი
კურსის ბოლოს გაიცემა ქართულ და ინგლისურენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატი
შეფასება
ჯერ არ შეუფასებიათ.