ვებ პროგრამირება Front-End HTML/ CSS/JavaScript

GEL150.00

ასაკი: 13-18 წელი

გაკვეთილები ჩატარდება როგორც დისტანციურ, ასევე ონლაინ ფორმატში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი:

ონლაინ ფორმატი – კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა- 2 საათი. ფასი 150ლარი

ფიზიკური ფორმატი– კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 2 საათი. ფასი 170 ლარი

განრიგი (ონლაინი): დაზუსტდება წინასწარი რეგისტრაციების შემდეგ

განრიგი (დასწრებული): დაზუსტდება წინასწარი რეგისტრაციების შემდეგ

ხანგრძლივობა: 4 თვე (16 შეხვედრა)

მისამართი: დასწრებული ფორმატის შეხვედრები ტარდება თბილისში, თავისუფლების მოედანთან, ლადო ასათიანის N28-ში

კურსის ბოლოს გაიცემა ქართულ და  ინგლისურენოვანი სერტიფიკატი

სანამ კურსს შეიძენთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია, რომ დაგიკავშირდეთ მენეჯერი და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კურსის დაწყების თარიღთან დაკავშრებით
წინასწარი რეგისტრაცია
კატეგორია:

აღწერა

ვებ პროგრამირების კურსი HTML/CSS/Javascript

ჩვენს  ციფრულ ეპოქაში ინტერნეტისა და  ვებ-გვერდების გარეშე ცხოვრება ფაქტობრივად წარმოუდგენელია

ვებ-გვერდი ყველაზე მარტივი, პოპულარული და კომფორტული საშუალებაა ინფორმაციის გასავრცელებლად, თვითგამოხატვისთვის, ნებისმიერი ტიპის კოპანიისა თუ ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისთვის

შესაბამისად, სინათლისსიჩქარით იზრდება ნებისმიერი პროფესიისა, თუ ასაკის ადამიანთა სურვილი ისწავლონ Web-Development და გაიხსნან ახალი შესაძლებლობები.

კურსის მიზანია, მოსწავლეებმა შეიძინონ პროგრამირების ბაზისური ცოდნა, შეძლონ მათთვის სასურველი საიტების შექმნა/მართვა, კარიერული განვითარება ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით და მომავალში უფრო კომპლექსური პროგრამული ენების დაუფლება

კურსი პროექტულ-პრაქტიკული ხასიათისაა

კურსის პირველი ნაწილის, 3 თვის განმავლობაში  მარტივ ვებგვერდებს შექმნით HTML პროგრამულ ენაზე CSS-ის გამოყენებით, ბოლო ერთი თვე კი რეალურ პროექტზე იმუშავებთ მენტორის ფასილიტაციით.

კურსის მომდევნო ეტაპები, რომელებსაც სურვილის შემთხვევაში გაივლით, საშუალებას მოგცემთ თქვენი ცოდნა ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით უფრო ღრმა, კომპლექსური და მასშტაბური გახადოთ.

მომდევნო ეტაპებზე ისწავლით Javascript, React, Angular, php

ვებ-პროგრამირების კურსის თითოეული ეტაპი გრძელდება 3-4 თვე. თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ იღებთ შესაბამის ორენოვან სერტიფიკატს (ქართული, ინგლისური)

ვებ პროგრამირების დაუფლების შემდგომ მოსწავლეები, სურვილის შემთხვევაში,  სწავლას გააგრძელებენ ექსპლორიუმის “ვებ-გვერდების სახელოსნოში”, სადაც შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ რეალურ პროექტებზე, დაიგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიმდიდრონ პორტფოლიო და განიმტკიცონ კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნა “კეთებით სწავლის” უნიკალურ პრინციპზე დაფუძნებით.

სახელოსნოში სწავლის პერიოდში მოსწავლეები ითანამშრომლებენ ექსპლორიუმის მეგობარ კომპანიებთან. ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო აქტივობებსა და ინიციატივებში.

სრული კურსის თითოეული ეტაპის დასრულებისას მოსწავლეები იღებენ იმ ეტაპის წარმატებით გავლის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს (ქართული/ინგლისური)

გაეცანით კურსის სილაბუსს

 

შეფასება

ჯერ არ შეუფასებიათ.

იყავი პირველი ვინც შეაფასებს “ვებ პროგრამირება Front-End HTML/ CSS/JavaScript” -ის კურსს

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *