ვიდეო გრაფიკა და მონტაჟი

GEL150.00

ფასი: დისტანციური ფორმატის შემთხვევაში ფასდაკლებით გადასახდელია თვეში 150 ლარი 200 ლარის ნაცვლად. დასწრებული ფორმატის დროს- ფასდაკლებით თვეში 170 ლარი 230 ლარის ნაცვლად

ასაკი: 13-18 წელი

სრული სასწავლო პროგრამის  ხანგრძლივობა:  ვიდეო მონტაჟი-4 თვე;  ვიდეო გრაფიკა- 4 თვე

ფორმატი: შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც დასწრებული, ასევე ონლაინ ფორმატი

მისამართი: თავისუფლების მოედანი. ლადო ასათიანის N28

განრიგი (ონლაინი): კვირაში 1 დღე, 2 საათიანი შეხვედრა. პარასკევი 19:00- 21:00

განრიგი (ფიზიკური): კვირაში 1 დღე, 2 საათიანი შეხვედრა. შაბათი 12:00 – 14:00

სანამ კურსს შეიძენთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია, რომ დაგიკავშირდეთ მენეჯერი და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კურსის დაწყების თარიღთან დაკავშრებით
წინასწარი რეგისტრაცია
კატეგორია:

აღწერა

ვიდეო გრაფიკა და მონტაჟი

ვიდეო გრაფიკისა და მონტაჟის მიმართულება მოიცავს ორ კურსს:

  1. ვიდეო მონტაჟი
  2. ვიდეო გრაფიკა

ვიდეო მონტაჟის კურსი- Adobe Premiere Pro

თუ ეძებ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ტიპის და სირთულის ვიდეომასალას შენი სურვილისამებრ დაარედაქტირებ, დაამონტაჟებ და შექმნი ისეთ ციფრულ პროდუქტს, რომელიც მანამდე შენს წარმოსახვაში შექმენი, თუმცა გეგონა, რომ წარმოსახვითი პროდუქტის რეალურ ცხოვრებაში პორტირება გაგიჭირდებოდა, მაშინ იცოდე, რომ Adobe Premiere Pro ის ჯადოსნური ინსტრუმენტია, რომელიც შენი ჩანაფიქრის გაგებასა და განხორციელებაში ყველაზე კარგად დაგეხმარება…

Adobe Premiere Pro-ს როგორც მოყვარული, ასევე პროფესიონალი ვიდეო ედითორები და რეჟისორები მთელს მსოფლიოში აქტიურად იყენებენ. პლატფორმა ყველა ტიპის სფეროში ერთნაირად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კი- თანამედროვე პროფესიებში: ბიზნესი & ციფრული მარკეტინგი, რეკლამა, მუსიკისა და ფილმის ინდუსტრია-მუსიკალური ვიდეოდან დაწყებული, დოკუმენტური და მხატვრული ფილმებით დამთავრებული. იგი ასევე გამოიყენება სატელევიზიო სიუჟეტებისა და მასალების მომზადება-დამუშავებისას

კურსის პირველი ეტაპის, ვიდეო რედაქტირების- Adobe Premiere Pro-ს გავლისას შეისწავლით ვიდეო ედითის ტექნიკებს, ვიდეო ეფექტებს, ფერების კორექციას, აუდიო ეფექტებს, თრანზიშენებს (Transitions), სუბტიტრებს, მწვანე ფონთან მუშაობას და სხვა არა ერთ ფუნქციას…

Adobe Premier Pro-ს სწავლით შეძლებ უამრავ სფეროში დასაქმებას, ვინაიდან ვიდეო პროდუქტის შექმნა და მონტაჟი  დღეს, ციფრულ და ინფორმაციულ ეპოქაში, ყველგან საჭირო და მოთხოვნადი საქმიანობაა.

შეგიძლია,  Freelancer-ობაც მოსინჯო, მითუმეტეს მაშინ, როცა YouTube ვიდეოების ინდუსტრია ასეთი მზარდია. 

სრული პროგრამის პირველი ეტაპი, ვიდეო მონტაჟი (Adobe premiere Pro) გრძელდება 16 კვირა.

12 კვირა- სასწავლო კომპონენტი + 2 შუალედური პროექტი

4 კვირა- პრაქტიკული კომპონენტი- ფინალური პროექტი

12 კვირის განავლობაში მოსწავლეები დააგროვებენ სრულყოფილ ცოდნას და იმუშავებენ 2 შუალედურ პროექტზე. ბოლო თვეს კი (4 კვირა) ფინალურ პროექტზე იმუშავებენ, ლექტორის მენტორობით და ფასილიტაციისთ.

მოთხოვნა- საჭირო მონაცემების კომპიუტერის ქონა

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოსწავლეებს გადაეცემათ ქართულ და ინგლისურენოვანი სერტიფიკატები

2. ვიდეო გრაფიკის კურსი (Adobe Afer Effect)

ვიდეო მონტაჟის კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეები სურვილის შემთხვევაში, გააგრძლებენ სასწავლო კურსის მეორე ეტაპზე სწავლას- ვიდეო გრაფიკა- Adobe After Effect.

ვიდეო გრაფიკის (Motion Design) კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Adobe After Effects-ს რისი დახმარებითაც შეძლებენ შექმნან 2D ანიმაციურ ვიდეორგოლებს.

სწავლის პროცესში გაეცნობით Adobe After Effects-ის პარამეტრებს, ანიმაციების პრინციპებს და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობით იმ ძირითად ელემენტებს, რაც საჭიროა გამართული ანიმაციის შესაქმენლად.

მოუშენ დიზაინის კურსში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა Adobe After Effects-ში ისწავლონ Motion Design-ის თანამედროვე ტენდეციები და პლატფორმები ინსპირაციის გასაღრმავებლად.

მოუშენ დიზაინის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ
Adobe After Effects-ში შექმნან პროფესიონალური ვიდეო ანიმაციები, რაც დაეხმარება მათ დაიწყონ ფრილანსური კარიერა ან დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში თუ კომპანიებში Motion Designer-ის პოზიციაზე.

ვიდეო გრაფიკისა და მონტაჟის კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მოსწავლებს შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში ისწავლონ “ვიდეო გრაფიკისა და მონტაჟის სახელოსნოში”, სადაც შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ რეალურ პროექტებზე, დაიგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიმდიდრონ პორტფოლიო და განიმტკიცონ კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნა “კეთებით სწავლის” უნიკალურ პრინციპზე დაფუძნებით.

სახელოსნოში სწავლის პერიოდში მოსწავლეები ითანამშრომლებენ ექსპლორიუმის მეგობარ კომპანიებთან. ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო აქტივობებსა და ინიციატივებში.

 

 

შეფასება

ჯერ არ შეუფასებიათ.

იყავი პირველი ვინც შეაფასებს “ვიდეო გრაფიკა და მონტაჟი” -ის კურსს

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *