შესავალი ვიზუალურ პროგრამირებაში-Basic Level- Code.org; Scratch JR

120.00

ფასი: ონლაინ ფორმატი- 120 ₾ თვეში; დასწრებული ფორმატი- 150 ლარი თვეში

ასაკი: 7-9 წელი

მისამართი: კურსი ჩატარდება დისტანციურად და ასევე, ფიზიკურ ფორმატში (თავისუფლების მოედანი, ლადო ასათიანის N26)

განრიგი:  განრიგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ

ხანგრძლივობა: 9 ან 15 თვე

სანამ კურსს შეიძენთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია, რომ დაგიკავშირდეთ მენეჯერი და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კურსის დაწყების თარიღთან და განრიგთან დაკავშრებით
წინასწარი რეგისტრაცია
კატეგორია:

აღწერა

🚀ვიზუალური პროგრამირების, ლოგიკის და კომპიუტერული მეცნიერებების შესავალი კური განკუთვნილია II-III კლასელთათვის.

Scratch JR (Scratch Junior) da Code.org -ის საერთაშორისო პლატფორმების დახმარებით, მოსწავლეები ისწავლიან ლოგიკურ აზროვნებას, კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს და პროგრამირების საბაზისო პრინციპებს.

Scratch JR და Code.org ბავშვებისთვის შექმნილი პროგრამირების საერთაშორისო და ყველაზე პოპულარული პლატფორმებია.

ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირების ენის დახმარებით მოსწავლეები თამაშ-თამაშით, მხიარულ და მეგობრულ გარემოში თავს გაართმევენ სხვადასხვა სირთულის ლოგიკურ თავსატეხებს, რომელთა ამოხსნის პროცესში სწავლობენ პროგრამირების მთავარ პრინციპებს.

თამაშის საკუთარი ძალებით შექმნა ბავშვებისათვის თანამედროვე, რთული ტექნოლოგიური სამყაროს შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ისინი დიდი ინტერესით ერთვებიან კoმპიუტერული ტექნოლოგიების კურსებში, რომელთა ფარგლებშიც ისინი უბრალოდ არსებული ტექნოლოგიის მომხმარებლები კი არ არიან, არამედ, თავად ხდებიან შემოქმედები, თავად იგონებენ ახალს, თავად ქმნიან საკუთარ კომპიუტერულ თამაშსა და აპლიკაციებს.

მოსწავლეები კურსის ბოლოს შექმნიან მარტივ თამაშებს, ინტერაქტიულ ამბებს, სხვადასხვა ტიპის ანიმაციებს.

ვიზუალური პროგრამირება ავითარებს ლოგიკურ, მათემატიკურ, ალგორითმულ, კრიტიკულ აზროვნებას; შემოქმედებით და წარმოსახვის უნარებს.

🚀კურსის დასრულების შემდეგ ბავშვებს ექნებათ მზაობა, გადავიდნენ ვიზუალური პროგრამირების მეორე საფეხურზე (Intermediate Level) და განაგრძონ სწავლა უფრო რთული და კოპლექსური საერთაშორისო პლატფორმების დახმარებით: Scratch Junior; Code.org

Scratch სუპერპოპულარული, Block-based პროგრამირების ენაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ( MIT-Massachusetts Institute of Technology) შეიქმნა. Scratch JR-ს და Code.org-ს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და მილიონობით მომხმარებელი იყენებს წარმატებით კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების შესასწავლად.

🎯 კურსის მიზანია

🔲 ბავშვებმა სასიამოვნო გარემოში, ხალისით ისწავლონ კომპიუტერული პროგრამირება

🔲 შექმნან სხვადასხვა სირთულის თამაშები, ანიმაციები, ინტერაქტიული ციფრული პროექტები

🔲 განუვითარდეთ ალგორითმული, ლოგიკური, მათემატიკური აზროვნება

🔲 გაუღრმავდეთ წარმოსახვა, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები

🔲 ისწავლონ ინტეგრირებულ პროექტებზე მუშაობა

🔲 ჰქონდეთ უფრო რთული პროგრამული ენების შესწავლისთვის საჭირო მზაობა

🔲 ისწავლონ კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრა

🔲 დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებსა და ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას

🔲 პროექტებზე, თამაშის მეთოდსა და თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სწავლებით, საინტერესო აქტივობებით,  სწავლა-სწავლების უახლესი მეთოდებით და ეფექტური, ინდივიდუალური საჭიროებებზე მორგებული მიდგომებით დავეხმაროთ ბავშვებს, იაზროვნონ შემოქმედებითად, იმსჯელონ სისტემურად და იმუშაონ გუნდურად

კურსის ფარგლებში მოსწავლეები მუშაობენ შუალედურ და ფინალურ პროექტებზე, რომლებსაც უზიარებენ მშობლებს, მეგობრებს და დაინტერესებულ აუდიტორიას ფინალური შეხვედრების დროს.

გარდა ამისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო არაფორმალურ აქტივობებსა და კონკურსებში.

კურსი განკუთვნილია 7, 8 წლის მოსწავლეთათვის (II-III კლასი)

გაკვეთილები ჩატარდება როგორც დისტანციურ, ასევე ონლაინ ფორმატში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი:

ონლაინ ფორმატი – კვირაში 2 გაკვეთილი, ხანგრძლივობა- 1 საათი. ფასი 120ლარი

ფიზიკური ფორმატი– კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 2 საათი. ფასი 150 ლარი

კურსის ბოლოს გაიცემა ქართულ და  ინგლისურენოვანი სერტიფიკატი

 

 

შეფასება

ჯერ არ შეუფასებიათ.

იყავი პირველი ვინც შეაფასებს “შესავალი ვიზუალურ პროგრამირებაში-Basic Level- Code.org; Scratch JR” -ის კურსს

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.