გრაფიკული დიზაინი Adobe Photoshop/ Illustrator/ XD

130.00

ფასი: ონლაინ კურსი- 130 ₾ თვეში, დასწრებული კურსი- 160 ლარი თვეში.

ხანგრძივობა: 6-9 თვე

ასაკი: 13-18 წელი

მისამართი: კურსი ჩატარდება დისტანციურად ან თავისუფლების მოედანთან, ლ.ასათიანის N28

განრიგი: დაზუსტდება წინასწარი რეგისტრაციის შემდგომ

სანამ კურსს შეიძენთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია, რომ ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ განრიგთან და კურსის დაწყების თარიღთან დაკავშრებით

წინასწარი რეგისტრაცია

კატეგორია:

აღწერა

გრაფიკული და UI/UX დიზაინის კურსი (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe XD)

კურსის მიზანია, მოსწავლეებმა მიიღონ საბაზისო ცოდნა გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe XD) შესახებ და შეძლონ მათი სწორად გამოყენება. სრული კურსის გავლის შემდგომ მოსწავლეები შეძლებენ ფოტომანიპულაციებს; პოსტერების, ილუსტრაციების, საიტისა და Mobile აპლიკაციების დიზაინის შექმნას.

დიზაინის სრული პროგრამა იყოფა ორ ნაწილად:

1.გრაფიკული დიზაინის კურსი (Adobe Photoshop, Adobe Illustrator) – სწავლა გრძელდება 6 თვე (24 შეხვედრა) და იღებენ ორივე ინსტრუმენტის ცოდნის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს

2. UI/UX დიზაინის კურსი.( WEB გვერდების და Mobile აპლიკაციების დიზაინ).  კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (12 შეხვედრა).

თითოეული დონის დასრულების შემდეგ მოსწავლეები/სტუდენტები მიიღებენ იმ დონის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს.

გრაფიკული დიზაინის და UI/UX დიზაინის ინსტრუმენტების დაუფლების შემდგომ, მოსწავლეები, სურვილის შემთხვევაში, 2 თვის განმავლობაში სწავლას გააგრძელებენ “გრაფიკული და UI/UX დიზაინის სახელოსნოში”, სადაც შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ რეალურ პროექტებზე, დაიგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიმდიდრონ პორტფოლიო და განიმტკიცონ კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნა “კეთებით სწავლის” უნიკალურ პრინციპზე დაფუძნებით.

სახელოსნოში სწავლის პერიოდში მოსწავლეები ითანამშრომლებენ ექსპლორიუმის მეგობარ კომპანიებან. ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებსა და ინიციატივებში.

შედეგები:

სრული კურსის გავლის შემდგომ მოსწავლეები/სტუდენტები შეძლებენ:

  • შექმნან აბსტრაქციები, ილუსტრაციები, ტიპოგრაფიული პოსტერები, ლოგოები, კლიპარტი, შეფუთვის დიზაინი, პოსტერები, შექმნან საიტის და Mobile აპლიკაციების დიზაინი
  • სხვადასხვა პლატფორმებზე განათავსონ თავიანთი ნამუშევრები და შექმნან პორტფოლიო;
  • დააგროვონ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება-იმუშაონ რეალურ პროექტებზე
  • იმუშაონ დამკვეთის მიერ მოცემული ბრიფის მიხედვით;
  • ისწავლონ პრობლემების მარტივად გადაჭრა, განივითარონ კრეატიული აზროვნების უნარი.
  • მონაწილეობა მიიღონ ვებინარებსა და კონფერენციებში

კურსი იწყება Adobe Photoshop-ით, ან Adobe Illustrator-ით

კურსისის თითოეული ნაწილის სრული აღწერისთვის, გაეცანით სილაბუსებს:

სილაბუსი- Adobe Illustrator

სილაბუსი- Adobe Photoshop

სილაბუსი- Adobe XD

 

 

შეფასება

ჯერ არ შეუფასებიათ.

იყავი პირველი ვინც შეაფასებს “გრაფიკული დიზაინი Adobe Photoshop/ Illustrator/ XD” -ის კურსს

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.