წესები და პირობები

წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტით გაწერილი წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა (კურსის მსმენელი, სტუდენტი, მოსწავლე, მოსწავლის მშობელი, მეურვე, მომხმარებელი) და კომპანია „ექსპლორიუმს“(შპს “ექსპლორიუმი” ს/ნ 405474320)  შორის დადებულ იურიდიული ძალის მქონე, სავალდებულო შეთანხმებას, რომლითაც რეგულირდება კომპანიისა და კურსის მსმენელების უფლება-მოვალეობები.

აღნიშნული დოკუმეტით გაწერილი წესები და პირობები ვრცელდება ყველა იმ  პირზე ვინც რეგისტრირდება ან არეგისტრირებს მოსწავლეს/შვილს/საკუთარი მეურვეობის ქვეშ მყოფ პირს საიტზე EXPLORIUM.GE და სარგებლობს კომპანია „ექსპლორიუმის“ სასწავლო კურსებით/სერვისითა და მომსახურებით

ზოგადი დებულებები:

  • წესებსა და პირობებზე დისტანციურად, ელექტრონული გზით თანხმობის გამოხატვა, ასევე EXPLORIUM.GE პლატფორმით სარგებლობა: ანგარიშის რეგისტრაცია, კურსის შეძენა და კომპანიის მომსახურების მიღება უთანაბრდება თქვენს წერილობით თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე;
  • წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით მომხმარებელი ადასტურებთ, რომ წაკითხული და გაცნობიერებული გაქვთ წესები და პირობები, კისრულობთ მათ შესრულებასა და დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეწყვიტოთ კომპანია „ექსპლორიუმის“ პლატფორმით ან მისი პროდუქტებით/მომსახურებით ნებისმიერი ფორმით სარგებლობა;
  • თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე გამოყენების წესებსა და პირობებსდა კონფიდენციალობის პოლიტიკას, არ განაგრძოთ თანამედროვე ტექნოლოგიების ლაბორატორია “ექსპლორიუმის” მომსახურებით და პორტალით EXPLORIUM.GE ;
  • კომპანია „ექსპლორიუმს“ აქვს უფლება ნებისმიერ დროს ცალმხრივად, შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში, წინასწარი შეტყობინებისა და თქვენი მხრიდან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე. ცვლილებები საჯაროდ გამოქვეყნდება/განთავსდება კომპანია ექსპლორიუმის (აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება მოქმედ კურსებსა და მოსწავლეებს);
  • წესებსა და პირობებში ცვლილების განხორციელების შემდეგ, კომპანია “ექსპლორიუმის” პლატფორმით სარგებლობის გაგრძელებით, რაც მათ შორის გამოიხატება EXPLORIUM.GE პლატფორმაზე ნებისმიერი საშუალებით წვდომით, EXPLORIUM.GE -ის პლატფორმის მომსახურებებით, EXPLORIUM.GE ლატფორმაზე რეგისტრაციით, EXPLORIUM.GE -ის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსახურების შეძენით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით წესებსა და პირობებში შეტანილ ცვლილებებს.
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რომელზეც წვდომა ექნება კომპანია ექსპლორიუმს თქვენ მიერ EXPLORIUM.GE პლატფორმის სარგებლობისას, რეგულირდება „კონფიდენციალობის პოლიტიკის“  შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს კომპანია „ექსპლორიუმის“ პლატფორმის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. კომპანია „ექსპლორიუმის“ პლატფორმის წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით მომხმარებელი ამავდროულად, ეთანხმება კონფიდენციალობის პოლიტიკას
  • კომპანია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინებისა და თქვენი თანხმობის გარეშე, შეაჩეროს, გააუქმოს, შეწყვიტოს ან/და შეცვალოს EXPLORIUM.GE პლატფორმა ან მისი ნებისმიერი ნაწილი, EXPLORIUM.GE პლატფორმის ნებისმიერი ფუნქცია და კომპანია „ექსპლორიუმის“ ონლაინ პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების შეძენის ან სარგებლობის წესები და (აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება მოქმედ კურსებსა და მოსწავლეებს);
  • კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს აუკრძალოს/შეუზღუდოს ნებისმიერ პირს EXPLORIUM.GE პლატფორმაზე წვდომა, მათ შორის, ნებისმირ დროს გააუქმოს კურსი, დაბლოკოს ან გააუქმოს ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში, თუ პირი არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან/და ამ წესებისა და პირობების მოთხოვნებს.

ყურადღებით გაეცანით კომპანიის წესებსა და პირობებს:

EXPLORIUM • ექსპლორიუმი თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორიაა, რომლის მიზანიცაა, დაეხმაროს მოსწავლეს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლაში, მომავალი პროფესიის შერჩევაში და შემოქმედებით განვითარებაში.

კურსები განსაზღვრულია როგორც დაწყებითი, ასევე უფროსი კლასის მოსწავლეთათვის და გამონაკლის შემთხვევაში, ზრდასრულთათვის.

კომპანიის მიზანია, ყველა მოსწავლეს,  სკოლის ასაკიდანვე მისცეს მომავლის პროფესიების დაუფლების შესაძლებლობა და ისეთი 21-ე საუკუნის კომპლექსური უნარების განვითარებაში დაეხმაროს, როგორიცაა: ლოგიკური, მათემატიკური, ალგორითმული და კომპიუტერული აზროვნება,; შემოქმედებითობა, წარმოსახვა,; პროექტებზე მუშაობის უნარი, პრობლემის გადაჭრა, ციფრული ტექნოლოგიების სწორი გამოყენება.

ჩვენთან კურსები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში.

ტერმინების განმარტება

კომპანია – ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია „ექსპლორიუმი“, შპს „ექსპლორიუმი“ (ს/ნ 405474320).

ლექტორი –  ადამიანი, რომლიც კურსს უწევს ფასილიტაციას, ხოლო  კურსის მსმენელებს – მენტორობას; 

მომხმარებელი/კურსის მსმენელი – მოსწავლე, სტუდენტი, ნებისმიერი ადამიანი რომელიც დარეგისტრირებულია და ესწრება კომპანია „ექსპლორიუმის“ კურსებს;

აკადემიური მოსწრება – კურსის მსმენელის მიერ მიღწეული აკადემიური შედეგები კურსის მიმდინარეობისას;

სერტიფიკატი – კურსის დასრულების შემდეგ მსმენელის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

კომპანიის უფლება-მოვალეობები:

კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს ვებ-გვერდზე არსებული და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციის სისწორე;;

კომპანია შეინახოს და კანონით გათვალისწინებული წესით დაამუშავოს დარეგისტრირებულ მომხმარებელთა და კურსის მსმენელთა პერსონალური მონაცემები (მშობლის/მეურვის სახელი, გვარი; მოსწავლის/სტუდენტის სახელი, გვარი; საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი),ფაქტობრივი/იურიდიული მისამართი, პირადი ნომერი,  საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები); 

კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიწყოს გამოცხადებული კურსი ან შეცვალოს მისი დაწყების თარიღი იმ შემთხვევაში, თუ კურსზე არ მოგროვდა მსმენელთა საჭირო რაოდენობა;

კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს კურსის მსმენელები კვალიფიციური სწავლებით;

კომპანია ვალდებულია კონკრეტული კურსის ფარგლებში განსაზღვრული შეხვედრების/ლექციების რაოდენობა ჩაატაროს სრულად;

კომპანია უფლებამოსილია, გააკონტროლოს მსმენელის აკადემიური მოსწრება და მიაწოდოს მშობელს/მეურვეს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;

კომპანია უფლებამოსილია მსმენელის მიერ დისციპლინური ნორმის/ნორმების დარღვევის ან/და მსმენელის მიერ ლექციებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის დამდგარი ფაქტიდან გამომდინარე მშობელთან/მეურვესთან შეთანხმებით;

კომპანია უფლებამოსილია გამოაქვეყნოს თავის ოფიციალურ სოციალურ არხებში, ჯგუფებში და ვებგვერდზე, სწავლა-სწავლების პროცესის წარმოსაჩენად და პოზიტიური გამოცდილების გაზიარების მიზნით, კურსის მსმენელთა (მოსწავლეებისა და სტუდენტების) მიერ შესრულებული ნამუშევრები, მათზე შემსრულებლების სახელისა და გვარის მითითებით. ასევე, კურსის მსმენელთა ვიდეო და ფოტო მასალა (სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული) მშობლის წინასწარი თანხმობისა და მსმენელთა წინასწარი შეტყობინების გარეშე;თუ მსმენელი ან  მშობელი/მეურვე წინააღმდეგია საკუთარი/შვილის/აღსაზრდელის/მეურვეობაში მყოფი პირის ფოტო-ვიდეო მასალისა და ნამუშევრების ონლაინ სივრცეში გამოქვექნების, მაშინ ის ვალდებულია წინასწარ,  წერიობით აცნობოს კომპანიის „ ადმინისტრაციას ამის შესახებ.

კურსის დასრულების შემდეგ კომპანია მსმენელებს გადასცემს კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 მომხმარებლისა და კურსის მსმენელის უფლება-მოვალეობები:

EXPLORIUM.GE) მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის;

მომხმარებელი ვალდებულია, სასწავლო კურსზე რეგისტრაციისას უზრუნველყოს მითითებული ინფორმაციის სისწორე;

კურსის მსმენელი ვალდებულია, დაიცვას კომპანიის „მიერ დადგენილი დისციპლინური მოთხოვნები, შინაგანაწესი და კურსის პირობები;

კურსის მსმენელი ვალდებულია დაესწროს  სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ ლექციებს;

კურსის მსმენელმა/მშობელმა/მეურვემ უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი კურსის დაწყებამდე, ან კურსის დაწყებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ყოველ თვიურად, ან მთლიანი კურსის საფასური ერთიანად.  თვიურად გადახდის შემთხვევაში, კონკრეტული თვის გადასახადი უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს სასწავლო თვის პირველ კვირას. 

კურსის მსმენელმა/მშობელმა/მეურვემ სწავლის თანხა უნდა გადაიხადოს უნაღდო ანგარიშსწორებით კომპანიის „ პორტალზე- EXPLORIUM.GE-ზე ჩაშენებული შესაბამისი გადახდის წესით და საშუალებით.

კონფიდენციალობის პოლიტიკა

თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება შპს „ექსპლორიუმის“ მიერ  EXPLORIUM.GE პორტალზე თქვენი რეგისტრაციისას.

EXPLORIUM.GE პორტალზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალობისს პოლიტიკას (შემდგომში პოლიტიკა).

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ EXPLORIUM.GE პორტალით სარგებლობა.

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ .

წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი სერვისებით სარგებლობის წესების და პირობების განუყოფელ  ნაწილს და პოლიტიკაზე სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებისა და პირობების მოქმედება. ყველაფერი, რაც არ წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს, რეგულირდება და განიმარტება გამოყენების  წესების და პირობების დებულებების შესაბამისად.

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ  პირზე ვინც რეგისტრირდება ან არეგისტრირებს მოსწავლეს/შვილს/საკუთარი მეურვეობის ქვეშ მყოფ პირს საიტზე EXPLORIUM.GE ან/და სარგებლობს კომპანია „ექსპლორიუმის“ კურსებით/სერვისით/მომსახურებით.

რა არის კონფიდენციალობის პოლიტიკა?

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა  (შემდგომში „კონფიდენციალობის პოლიტიკა“) განმარტავს,  თუ როგორ  ხდება  შპს „ექსპლორიუმსა” (შემდგომში „ჩვენ“, „კომპანია“, “ექპლორიუმი, „EXPLORIUM”, „EXPLORIUM.GE”, “ტექნოლოგიების ლაბორატორია“) მიერ თქვენი (შემდგომში „თქვენ“,  „მომხმარებელი“ ან „მონაცემთა სუბიექტი“)  პერსონალური მონაცემების  შეგროვება, დამუშავება, გამოყენება, შენახვა, გაზიარება და დაცვა.

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ შპს „ექსპლორიუმის“ EXPLORIUM.GE პორტალის ან/და სერვისების გამოყენების შედეგად მოიპოვება კომპანიის მიერ.

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ კომპანია „ექსპლორიუმის“ და საიტის „EXPLORIUM.GE” მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ მიერ თანხმობის ელექტრონული მონიშვნა  უთანაბრდება თქვენს წერილობით თანხმობას და ადასტურებს, რომ  თქვენ თანახმა ხართ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის დამუშავებაზე, რაც განსაზღვრულია კონფიდენციალობის პოლიტიკაში.

რა წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის მიზნებს და მოქმედების სფეროს?

კომპანია „ექსპლორიუმი“ ცდილობს დაიცვას იმ პირების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც სარგებლობენ EXPLORIUM.GE პორტალით და სერვისებით. შესაბამისად, კომპანიამ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება EXPLORIUM.GE პორტალის და კომპანიის სერვისების მომხმარებლებისგან და ის მიზნები, რომლის მისაღწევადაც „ექსპლორიუმმა“ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემები.

კომპანია „ექსპლორუმი“ ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელსაც თქვენი მონაცემების დაცვისათვის იღებს.

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ EXPLORIUM.GE პორტალის და კომპანია „ექსპლორიუმის“ სერვისების გამოყენების შედეგად მოიპოვება EXPLORIUM.GE-ს მიერ.

ანონიმური ან/და ისეთი მონაცემები, რომლებიც არ იძლევიან პირის იდენტიფიცირების საშუალებას, მაგალითად მონაცემები სტატისტიკური შეფასებების ან შესწავლისათვის, არ წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს და მათზე არ ვრცელდება წინამდებარე პოლიტიკის დებულებები.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

როდესაც თქვენ სტუმრობთ EXPLORIUM.GE-ის პორტალს ან სერვისებს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, EXPLORIUM.GE პორტალის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა.)

დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვაწვდით EXPLORIUM.GE პორტალის ან კომპანია „ექსპლორიუმის“ სერვისების მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (მშობლის, მეურვის სახელი და გვარი, მოსწავლის სახელი, მოსწავლის გვარი, თქვენი და მოსწავლის პირადი ნომერი, მისამართი, ელფოსტის მისამართი,  ტელეფონის ნომერი, მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი), ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე კურსზე რეგისტრაციისა და თანხის გადახდისას ან მაშინ, როდესაც ავსებთ წინასწარი რეგისტრაციის ონლაინ კითხვარს

კომპანია „ექსპლორიუმი“ გამოიყენებს (დაამუშავებს) თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

  • EXPLORIUM.GE პორტალის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
    •  კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
    •  ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
    •  წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.

ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ თქვენი  შემდეგი პერსონალური მონაცემები:

  • მონაცემები, რომლებსაც თქვენ გვაწვდით.
  • მონაცემები, რომლებიც ავტომატურად წარმოიქმნება თქვენ მიერ მომსახურებით სარგებლობისას.
  • მონაცემები, რომელთა მიღება ხორციელდება სხვა წყაროების საშუალებით.

როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

პორტალი EXPLORIUM.GE იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ქუქი-ჩანაწერი ან თეგი (შემდგომში – თრექინგის ტექნოლოგია, მარტივი სარეგისტრაციო ფორმა), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.

ქუქი-ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ EXPLORIUM.GE-ს პორტალის და სერვისების გამოყენებადობა, საიტის დახვეწა და მომხმარებლის საჭიროებაზე მორგება.

ხშირ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების პოლიტიკის კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს გსურთ თუ არა, სადაც ეს შესაძლებელია, გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების და ან მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.

თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს EXPLORIUM.GE პორტალის და სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების ხელმისაწვოდმობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.

რა პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების და მათი         შემდგომი დამუშავების დროს?

ა) სამართლიანობა და კანონიერება

პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, აუცილებელია დაცული იყოს მონაცემთა სუბიექტის ინდივიდუალური უფლებები. პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს კანონიერად და სამართლიანად.

ბ) კონკრეტული მიზნით შეზღუდვა

პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც მონაცემები შეგროვდა. მონაცემთა დამუშავების მიზნის შემდგომი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობას.

გ) გამჭვირვალობა

მონაცემთა სუბიექტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მის შესახებ არსებული მონაცემების მოპყრობა. ზოგადად, პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ იმ პირისგან, ვისაც ეს მონაცემები ეხება.

დ) განადგურება

პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება სამართლებრივი ან ბიზნეს-პროცესთან დაკავშირებული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ წარმოადგენს საჭიროებას, უნდა განადგურდეს. ინდივიდუალურ შემთხვევებში, შესაძლოა არსებობდეს მითითება ინტერესებზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაცვას ან მონაცემების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასეთ შემთხვევებში, მონაცემები უნდა იქნეს დაცული მანამ, სანამ არსებობს ასეთი მონაცემების დაცვის სამართლებრივი ინტერესი.

ე) ფაქტობრივი სიზუსტე, უახლესი მონაცემები

დაცული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, სრული და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. არაზუსტი ან არასრული მონაცემები ნადგურდება და არ საჭიროებს რაიმე სახის შესწორება, დამტკიცებას ან განახლებას.

ვ) კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება

პერსონალური მონაცემები ექვემდებარება მონაცემთა საიდუმლოებას. აუცილებელია, პერსონალურ მონაცემებთან ინდივიდუალურ დონეზე კონფიდენციალური მოპყრობა და მათი დაცვა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ მონაცემებზე უნებართვო წვდომას, უკანონო დამუშავებას ან გავრცელებას, ასევე, შემთხვევით დაკარგვას, ცვლილებას ან განადგურებას.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს?

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ჩვენს ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის/ანგარიშის/ექაუნთის  რეგისტრაციის მომენტიდან თქვენი  პერსონალური მონაცემების წაშლამდე, რომელიც ხორციელდება თქვენი მოთხოვნის საფუძველზე.

ვის გადავცემთ EXPLORIUM.GE პორტალზე და სერვისებზე თქვენზე შეგროვებულ        ინფორმაციას?

შპს „ექსპლორიუმა“ პორტალით EXPLORIUM.GE შეგროვებული შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან შპს „ექსპლორიუმის“  პორტალის EXPLORIUM.GE-ისთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირებს, აგენტებს და სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს, რომლებსაც კომანია „ექსპლორიუმის“ პორტალის ან სერვისების მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ EXPLORIUM.GE პორტალის და სერვისების        მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?

შპს „ექსპლორიუმმა“მოახდინა ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ EXPLORIUM.GE პორტალზე და სერვისების მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

როგორ ვექცევით ჩვენ მიერ და ჩვენთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებებს?

შპს „ექსპლორიუმის“მიერ და შპს „ექსპლორიუმისთვის“ გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას ჩვენ ავტომატურად ვინახავთ სპეციალური ელექტრონული ჟურნალის სისტემაში, რომელიც ინახავს შეტყობინებების მტკიცებულებით წონას. მათ ჩვენ ვიცავთ გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმიწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება)სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილი კონკრეტული პიროვნებების მიერ (მაგალითად სამართლებრივი, შესაბამისობის ან რისკების სამსახური). პროცესის ყოველი ნაბიჯი, მათ შორის გამოყენებული ძებნის კრიტერიუმები, შეიყვანება სპეციალურ აუდიტორულ ველში. ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული პერიოდი.

რა უსაფრთხოების ზომებს ვიღებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის და  რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით                აგზავნით?

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკური ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების  დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

თქვენი  პერსონალური მონაცემები ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი დაშიფრული პაროლის, ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენებით,  რეგისტრაციისას კი გადიხართ ელ.ფოსტით ვერიფიკაციას.

თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ კომპანიის შესაბამის პერსონალსა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს  მიუწვდებათ ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ჩვენ ვებგვერდზე მომსახურებების შესყიდვისათვის ან სარგებლობისათვის უთითებთ  თქვენი პირადი საკრედიტო ბარათის მონაცემებს, ჩვენთვის თქვენ საბანკო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვოდმი და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენ მიერ არ ხდება. თქვენი საბანკო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის ან ფინანსური ორგანიზაციის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.

„შპს ექსპლორიუმი“ არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მოგადგეთ იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლის საშუალებით ხორციელდება  შპს „ექსპლორიმის“ მომსახურებაზე წვდომა და მიღება.

ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად შპს „ექსპლორიუმის“ პორტალის და სერვისების ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთსა და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.

მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით არ არის აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები.

აღნიშნულის  მიუხედავად, ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე სახის გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით შპს „ექსპლორიუმი“-ისთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს, შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, შპს „ექსპლორიუმთან“ კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.

როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?

  • მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ: გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
    •  გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა;
    •  მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა;
    •  მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შპს „ექსპლორიუმის“ მეილზე: EXPLORIUMEDU1@GMAIL.COM

ქუქი ფაილების პოლიტიკა

 

წინამდებარე პოლიტიკა აღწერს კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე ქუქი-ფაილების გამოყენებას.

წესებსა და პირობებზე თანხმობითა და ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ვებ-გვერდის ქუქი-ფაილების პოლიტიკას. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, კომპანიის უფლებამოსილებას გამოიყენოს ქუქი-ფაილები, რომლებიც მოცემულია წინამდებარე პოლიტიკაში. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კომპანიის მიერ ქუქი-ფაილების გამოყენება ბრაუზერის პარამეტრებში ცვლილების შეტანით.

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები ატარებს ვებ-გვერდის წესებსა და პირობებში განმარტებულ მნიშვნელობებს.

 

რა არის ქუქი-ფაილები?

ქუქი-ფაილები არის ტექსტური ფაილები, რომლებიც შეიცავს გარკვეული რაოდენობის ინფორმაციას და გადმოწერილია თქვენს მოწყობილობაზე (როგორიცაა კომპიუტერი, სმარტ-ფონი და ა.შ.) ვებ-გვერდის მონახულებისას. ქუქი-ფაილების ამოცნობა შესაძლებელია იმ ვებგვერდის მიერ, საიდანაც გადმოიწერა ისინი – ან სხვა ვებ-საიტებზე, რომლებიც იყენებენ ერთსა და იმავე ქუქი-ჩანაწერებს, რაც ეხმარება ვებ-გვერდს გაარკვიოს, რამდენად იყო ვებ-გვერდი გახსნილი/გამოყენებული აღნიშნული მოწყობილობის მიერ.

 

რა ტიპის ქუქი-ფაილებს ვიყენებთ ჩვენ?

მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად, კომპანია იყენებს შემდეგი ტიპის ქუქი-ფაილებს

რატომ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს?

ქუქი -ფაილები ასრულებენ უამრავ განსხვავებულ სამუშაოს, მაგალითად, გვეხმარებიან გავიგოთ როგორ გამოიყენება ვებ-გვერდი, გაძლევთ საშუალებას ნავიგაცია მოახდინოთ გვერდებზე ეფექტურად, დაიმახსოვროთ თქვენი არჩევანი და ზოგადად გააუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება. ქუქი -ფაილები ასევე დაგეხმარებათ თქვენთვის შემოთავაზებული მარკეტინგის მეტად შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

 

კომპანიისა და მესამე პირების ქუქი-ფაილები.

კომპანიის ქუქი-ფაილები წარმოადგენს ყველა ქუქი-ფაილს, რომელიც ეკუთვნის კომპანიას, ხოლო მესამე პირის ქუქი-ფაილებია ის ფაილები, რომლებიც თქვენს მოწყობილობაზე განთავსებულია მესამე პირის მიერ კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით.

 

რამდენი ხანი ინახება ქუქი-ფაილები?

ქუქი-ფაილების თქვენს მოწყობილობაში შენახვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქუქი-ფაილების ტიპზე. არსებობს “მუდმივი” ან “დროებითი“ ქუქი-ფაილები. დროებითი ქუქი-ფაილები შეინახება თქვენს მოწყობილობაზე მანამ, სანამ არ შეწყვეტთ ვებ-გვერდის გამოყენებას. მუდმივი ქუქი-ფაილები ინახება თქვენს მოწყობილობაში, სანამ არ წაიშლება.

 

ქუქი-ფაილების კონტროლი (შეცვლა/წაშლა)

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აკონტროლოთ ქუქი-ფაილები, შეცვალოთ ან წაშალოთ ისინი. ქუქი-ფაილების შეცვლა/წაშლა ხდება შემდეგნაირად:

v   

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ზღუდავთ ვებსაიტების ქუქი-ფაილების დაყენების შესაძლებლობას, შესაძლოა ვერ შეძლოთ ვებ-გვერდის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა და ვერ ისარგებლოთ ვებ-გვერდით სრულად.

 

კომპანია იაზრებს ქუქი-ფაილების პოლიტიკის მნიშვნელობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება და შეფასება ვებ-გვერდის ქუქი ფაილების პოლიტიკის შესახებ. ნებისმიერი კითხვისა თუ შენიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დაუყოვნებლივ, რაზედაც კომპანია დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას.

E-mail: EXPLORIUMEDU1@GMAIL.COM