ვიდეოთამაშების პროგრამირება / Game Development

150.00

ფასი:  ფასდაკლებით 150 ₾ თვეში 180 ლარის ნაცვლად. ოჯახიდან 2 წევრის შემთხვევაში მოქმედებს 20 %-იანი ფასდაკლება

ასაკი: 14-18 წელი

გაკვეთილები ჩატარდება როგორც დისტანციურ, ასევე ონლაინ ფორმატში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი:

ონლაინ ფორმატი – კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა- 2 საათი. ფასი 150ლარი (ფასდაკლებით)

ფიზიკური ფორმატი– კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 2 საათი. ფასი 170 ლარი (ფასდაკლებით)

განრიგი (ონლაინი): პარასკევი, 18:00-დან 20:00-მდე

განრიგი (დასწრებული): დაზუსტდება წინასწარი რეგისტრაციების შემდეგ

ხანგრძლივობა: სრული პროგრამა 15 თვე

მისამართი: დასწრებული ფორმატის შეხვედრები ტარდება თბილისში, თავისუფლების მოედანთან, ლადო ასათიანის N28-ში

კურსის ბოლოს გაიცემა ქართულ და  ინგლისურენოვანი სერტიფიკატი

სანამ კურსს შეიძენთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია, რომ დაგიკავშირდეთ მენეჯერი და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კურსის დაწყების თარიღთან დაკავშრებით
წინასწარი რეგისტრაცია
კატეგორია:

აღწერა

ვიდეოთამაშების პროგრამირების კურსი

🎮 ვიდეოთამშების ინდუსტრიას 1970 წელს ჩაეყარა საფუძველი. ენთუზიასტების მიერ დაწყებული საქმე, მცირე ბაზრიდან მალევე მეინსტრიმად იქცა და დღესდღეობით, თამაშების ინდუსტრიის ბრუნვა ფილმების ინდუსტრიიდან მიღებულ შემოსავალსაც აჭარბებს.შესაბამისად, თამაშების პროგრამირება- პროგრამირების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს

🌠“ექსპლორიუმში” თამაშების შექმნა ისწავლება Love2D, Unity და Godot პროგრამაში. ამ პროგრამულ სივრცეებში შექმნილი თამაშის დაექსპორტება 20-ზე მეტ პლათფორმაზეა შესაძლებელი

🌠 მოსწავლეები სწავლობენ კოდირებას/პროგრამირებას Lua და C sharp პროგრამულ ენებზე

🎯კურსის მიზანია  მოსწავლეები გაეცნონ პროგრამირებას Game development-ის საშუალებით. კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ მრავალფეროვანი და საინტერესო თამაშების შექმნას Love2D, Godot და  Unity-პლატფორმაზე.

🎯კურსი განკუთვნილია როგორც მათთვის, ვისაც სურს მომავალში Game Development-ის სფეროში მუშაობა, ასევე მათთვის, ვისაც მხოლოდ პროგრამირების/კოდირების ენების (Lua; C sharp-; GDScript) სწავლა, ან Love2D,  Unity-ისა და Godot-ის პლატფორმების გაცნობა და საკუთარი თამაშების შექმნა სურს.

კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.

სასწავლო პროგრამა დაყოფილია სამ ეტაპად.

პირველ ეტაპზე მოსწავლეები თამაშების პროგრამირებას სწავლობენ love2d პლატფორმაზე პროგრამული ენის Lua-ს გამოყენებით (6 თვე)

კურსის მეორე ეტაპზე კი გადადიან უფრო რთული და კომპლექსური პლატფორმისა და პროგრამული ენის შესწავლაზე. Unity-ს ან Godot-ს პატფორმას და სწავლობენ თამაშების დაპროგრამებას C sharp ან GDscript (GDscript Python-ის ანალოგია) კოდირების ენაზე. (9 თვე)

სრული სასწავლო პროგრამის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტულ მუშაობაზე.

მოსწავლეები/სტუდენტები მუშაობენ  შუალედურ და შემაჯამებელ- ფინალურ პროექტებზე.

ექსპლორიუმის ინიციატივით და მეგობარი კომპანიების დახმარებით კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ მრავალფეროვან, რეალურ პროექტებზე, ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო არაფორმალურ აქტივობებში, ან სწავლა განაგრძონ “ექსპლორიუმის თამაშების პროგრამირების სახელოსნოში”, სადაც შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკული მუშაობით განმტკიცებას, უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას და პორტფოლიოს გამდიდრებას.

კურსის თითოეული ეტაპის გავლის შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ ქართულ და ინგლისურენოვან სერტიფიკატებს

შეფასება

ჯერ არ შეუფასებიათ.

იყავი პირველი ვინც შეაფასებს “ვიდეოთამაშების პროგრამირება / Game Development” -ის კურსს

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.