ვიზუალური პროგრამირება-Advanced Level – MIT App Inventor

130.00

ფასი: ონლაინ ფორმატი- 130 ლარი თვეში; დასწრებული ფორმატი- 160 ლარი თვეში

ასაკი: 12-14 წელი (VI, VII კლასი)

მისამართი: კურსი ჩატარდება როგორც დისტანციურად და ასევე, ფიზიკურ ფორმატში (თავისუფლების მოედანი, ლადო ასათიანის N28)

განრიგი:  კვირაში 1 დღე, 2 საათიანი ლექცია. (განრიგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ)

ხანგრძლივობა: 9 ან 15თვე (ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარე)

სანამ კურსს შეიძენთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია, რომ დაგიკავშირდეთ მენეჯერი და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კურსის დაწყების თარიღთან და განრიგთან დაკავშრებით
წინასწარი რეგისტრაცია
კატეგორია:

აღწერა

 

ვიზუალური პროგრამირების მესამე საფეხური (Advanced Level) –  MIT App Inventor 

ვიზუალური პროგრამირების პლატფორმები (Block Based Programming) იდეალურია, როგორც დაწყებით კლასებში (VIII კლასამდე), ასევე ზრდასრულ ასაკში პროგრამირების ძირითადი პრინციპების, ლოგიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების საკმაოდ რთული საკითხების მარტივად შესწავლისთვის.

🔗 ვიზუალური პროგრამირების მესამე, ყველაზე რთულ საფეხურზე გადადიან ის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ვიზულური პროგრამირების მეორე საფეხური (Scratch, Blockly), რომ სწავლა განაგრძონ უფრო რთული- MIT App Inventor პლატფორმის გამოყენებით.

MIT App Inventor გახლავთ ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირების გარემო (Block-Based Programming), სადაც შეგვიძლია, შევქმნათ რეალური, სხვადასხვა სირთულისა და ტიპის, სრულყოფილი მობაილ აპლიკაციები, როგორც Android, ისევე IOS ოპერაციული სისტემისთვის.

მოსწავლეების მიერ შექმნილი Mobile App-ები  წარმოადგენს მრავალფეროვანი ტიპის და სირთულის თამაშებს, SMART აპლიკაციაციებს და STEM პროექტებს.

App Inventor პლატფორმა საშუალებას გვაძლევს აპლიკაციები QR კოდის სკანირებით მარტივად გადავიტანოთ სმარტფონებში და წარმატებით  გამოვიყენოთ რეალურ ცხოვრებაში.

ვიზუალური პროგამირება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი “პროგრმირების კურსი App Inventor-ით” საშუალებას გვაძლევს, მოზარდები სრულყოფილად დაეუფონ პროგრამირების საკმაოდ რთულ პრინციპებს, შექმნან რეალური აპლიკაციები, იმუშაონ STEM პროექტებზე, ჩაერთონ  არაფორმალურ აქტივობებსა და კონკურსებში და მოიპოვონ წარმატება ეროვნულ, თუ საერთაშორისო ასპარეზზე.

რაც მთავარია, მოსწავლეები ვიზუალური პროგრამირების ბოლო საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ მზად იქნებიან, საკმაოდ მარტივად დაეუფლონ ნებისმიერი სირთულის, Text-Based პროგრამულ ენას, გადაჭრან კომპიუტერულ მეცნიერებებთან დაკავშირებული ამოცანებები და განვითარდნენ ციფრული ტექნოლოგიების ამოუწურავი, სწრაფადცვლადი სფეროს სასურველი მიმართულებით.

ვიზუალური პროგრამირება ავითარებს 21-ე საუკუნის უნარებს: ლოგიკურ, მათემატიკურ, ალგორითმულ, კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებით და წარმოსახვის უნარებს; მოსწავლეები სწავლობენ პრობლემის გადაჭრას, თანამშრომლობას, კოლაბორაციას, გუნდურ მუშაობას. ეხვეწებათ პროექტზე მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები.

🎯 კურსის მიზანია

🔲 მოსწავლეებმა სასიამოვნო გარემოში, ხალისით ისწავლონ კომპიუტერული პროგრამირება

🔲 შექმნან სხვადასხვა სირთულის ჭკვიანი მობაილ აპლიკაციები და STEAM პროექტები

🔲 განუვითარდეთ ალგორითმული, ლოგიკური, მათემატიკური აზროვნება

🔲 გაუღრმავდეთ წარმოსახვა, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები

🔲 ისწავლონ ინტეგრირებულ პროექტებზე მუშაობა

🔲 ჰქონდეთ უფრო რთული პროგრამული ენების შესწავლისთვის საჭირო მზაობა

🔲 ისწავლონ კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრა

🔲 დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებსა და ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას

🔲 პროექტებზე დაფუძნებული სწავლებით, კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო მეთოდით და საინტერესო აქტივობებით დავეხმაროთ ბავშვებს, იაზროვნონ შემოქმედებითად, იმსჯელონ სისტემურად და იმუშაონ გუნდურად.

თამაშის საკუთარი ძალებით შექმნა ბავშვებისათვის თანამედროვე, რთული ტექნოლოგიური სამყაროს შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ისინი დიდი ინტერესით ერთვებიან კoმპიუტერული ტექნოლოგიების კურსებში, რომელთა ფარგლებშიც ისინი უბრალოდ არსებული ტექნოლოგიის მომხმარებლები კი არ არიან, არამედ, თავად ხდებიან შემოქმედები, თავად იგონებენ ახალს, თავად ქმნიან საკუთარ კომპიუტერულ თამაშსა და აპლიკაციებს.

მომავლის პროფესიების შეძენით, რეალურ პროექტებზე მუშაობით, საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში/აქტივობებში მონაწილეობით- ისინი განვითარდებიან შემოქმედებითად, შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა-რეალიზებას, შეიძენენ 21-ე საუკუნის სწრაფადცვლად გარემოსთან ადაპტირებისთვის  საჭირო ცოდნას და უნარებს. შედეგად,  ინოვაციური ცოდნითა და კომპეტენციით აღჭურვილნი გახდებიან ქვეყნის ციფრული ეკონომიკის სისსტემის ახალგაზრდა,პერსპექტიული კადრები და შეძლებენ საკუთარი წვლილის შეტანას გლობალურ ციფრულ ტრანსფორმაციაში.

სასწავლო პროგრამის დეტალები:

კურსი განკუთვნილია 12-14 წლის მოსწავლეთათვის (VI-VII) კლასი.

კურსის ხანგრძლივობა: 9 ან 15 თვე, ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარე.

გაკვეთილები ჩატარდება როგორც დისტანციურ, ასევე ონლაინ ფორმატში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი:

ონლაინ ფორმატი – კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა- 2 საათი. ფასი 130ლარი

ფიზიკური ფორმატი– კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 2 საათი. ფასი 160 ლარი

კურსის ბოლოს გაიცემა ქართულ და  ინგლისურენოვანი სერტიფიკატი

 

 

 

შეფასება

ჯერ არ შეუფასებიათ.

იყავი პირველი ვინც შეაფასებს “ვიზუალური პროგრამირება-Advanced Level – MIT App Inventor” -ის კურსს

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.