ჩვენ შესახებ

გიორგი ლომსაძე – დამფუძნებელი

  ციფრული ჰუმანიტარი, განათლების სპეციალისტი. 2016  წლიდან არის გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის კონტრაქტორი ხელნაწერთა გაციფრულების მიმართულებით. 2019 წლიდან მუშაობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროექტის რედაქტორად და ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელად (https://school.emis.ge/). 2020 წლიდან არის ევრო კომისიის პროექტის (SELFIE TOOL) ნაციონალური კოორდინატორი საშუალო განათლების მიმართულებით.

ოლიკო კილაძე – დირექტორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ბაკალავრი;  განათლების მეცნიერებებისა და ადმინისტრირების  მაგისტრი. 

მუშაობდა ციფრული მარკეტინგის მენეჯერად ქართულ და უცხოურ კომპანიებში. იყო კომპანია “AID Group” კომერციული დირექტორის თანაშემწე და ვებ მენეჯერი.

 იყო თავისუფალი სკოლის ინოვაციური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ასწავლიდა “კომპიუტერულ მეცნიერებებს” კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მონაწილეობს სხვადასხვა STEM პროექტებში.

 ამჟამად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში არის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი/ქოუჩი. 

იყო თამანედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია “ექსპლორიუმის” ვიზუალური პროგრამირების ლექტორი და მენეჯერი. 2020 წლიდან კი დირექტორის პოზიციას იკავებს. 

ინტერესის სფეროები- განათლების პოლიტიკა და მენეჯმენტი, პროგრამირება, მათემატიკა/ლოგიკა, STEAM განათლება, ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

 მარი მელიქიშვილი –  ვიზუალური პროგრამირების ლექტორი

მარი კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრია,
მუშაობს GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ასისტენტ-პროფესორად

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში პროგრამირებისა და რობოტიკის მასწავლებლია, ასევე ამავე მიმართულების ხელმძღვანელი

IOS კურსს უძღვებოდა GeoLab-ში

სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ელექტრონული რესურსის შესაქმნელად მიწვეულ სპეციალისტად და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტად.

პარალელურად ამისა, არის Freelancer ვებ-დეველოპერი.

ფლობს: C sharp ; ASP.NET; MVC; SQL; HTML; CSS; iOS; SWIFT

მარის ინტერესის სფეროებია მათემატიკა და ლოგიკა

 

ანი ხარშილაძე – ვიზუალური პროგრამირების ლექტორი

2019 წელს დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, დღეს არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სტუდენტი. მუშაობდა სტაჟიორად TV4-ში ჟურნალისტის პოზიციაზე. 

2022 წლიდან საგანმანათლებლო სივრცე “FlowMaster/ფლომასტერის” კომუნიკაციების მენეჯერი, პროდუსერი და ქონთენთ მეიქერია.

ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია “ექსპლორიუმში” დაფუძნების დღიდან ვიზუალური პროგრამირების ლექტორის პოზიციას იკავებს 

ინტერესის სფეროებია უცხო ენების შესწავლა, ფოტოგრაფია, პროგრამირება, სხვადასხვა ციფრული ტექოლოგია, ვიდეო გრაფიკა მონტაჟი და ინტერფეისის დიზაინი.

თამთა ასათიანი – თამაშების პროგრამირების  Unity ლექტორი

თამთა ასათიანი Game Developer-ია. სწავლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში(BTU).

მუშაობს კომპანია Bonsters-ში Game დეველოპერად და Game დიზაინერად. თამთა Game დეველოპმენტს Unity-თ ასწავლიდა GeoLab-ში.  

კომპიუტერულ თამაშებზე 15 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში, მონაწილეობდა მრავალი თამაშის შექმნასა და საქართველოს განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტში.

აინტერესებს კომპიუტერული თამაშები, განსაკუთრებით კარგი და ორიგინალური გეიმდიზაინით.

ლელე მაისურაძე – გრაფიკული დიზაინის ლექტორი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. გაიარა ინტერფეისის დიზაინის პროფესიული კურსი GeoLab-ში. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  კამპანია Spend your summer in Georgia-ს ფარგლებში კითხულობდა ლექციებს თემაზე “რა არის UI/UX დიზაინი”. გაუძღვა GeoLab-ის გრაფიკული დიზაინის ჯუნიორ კურსების რამდენიმე ჯგუფს. მუშაობდა ლექტორის ასისტენტად პოლიგრაფიული დიზაინის კურსზე. გაუძღვა UI/UX დიზაინის კურსს, GITA • Tech Park-ში. GeoLab-ისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) ერთობლივი პროექტის ფარგლებში იყო  გრაფიკული დიზაინის დისტანციური კურსის ლექტორი.

მუშნი ჩანქსელიანი_ვებ პროგრამირების ლექტორი

მუშნი ჩანქსელიანი, ექსპლორიუმის Front End (Html, Css) ვებ-პროგრამირების კურსის ლექტორია.

სწავლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.

იყო livo.ge-ს ფრონტენდ დეველოპერი.2021 დან კი არის extra.ge -ს ფრონტენდ დეველოპერი.

პარალელურად ამისა, მუშნი ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია GeoLab-ის ლექტორია ვებ დეველოპმენტის მიმართულებით.

მისი ჰობი და ინტერესის სფერებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გარშემო ტრიალებს

რევი ყურაშვილი_ WordPress-ის კურსის ლექტორი

დაახლოებით, 15 წლის იყო, როცა საიტების აწყობით დაინტერესდა და DLE-ს (DataLife Engine) და Joomla-ს გამოყენებით საიტების აწყობა დაიწყო. ამ დროს უკვე კარგად ერკვეოდა IT სფეროში, რაც ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებით ისწავლა. ინფორმაციისა და პრობლემების გადაჭრის გზების დამოუკიდებლად მოძიების უნარი საიტების აწყობის სწავლაშიც დაეხმარა.

რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვა პროფესიით მუშაობდა და საიტების აწყობას ჩამოშორდა, მაგრამ, საბოლოოდ, ისევ ამ სფეროში დაბრუნდა.

დღეს თვითნასწავლი WordPress დეველოპერია და, ძირითადად, ფრილანსერად მუშაობს. პარალელურად,  WordPress-ის კურსს უძღვება GeoLab-სა და UniLab-ში.

ნინუცა თანდაშვილი – ვიზუალური პროგრამირების ლექტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სტუდენტი. მუშაობს პირველ რადიოში სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე, ასევე, არის Life Intelligence Hub-ის PR და მარკეტინგ მენეჯერი. დაინტერესებულია სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიით, როგორიცაა აუდიო-ვიდეო წარმოება და  ფოტოგრაფია.

ირაკლი ლომსაძე – ხმის ინჟინერიის ლექტორი

არის ხმის ინჟინერი და მუსიკოსი სასცენო სახელით Aprilee.  განათლება მიიღო Creative Education Studio-ში აუდილოგიისა და მუსიკის მიმართულებით. 2019 წლიდან მუშაობს ფილმებზე ხმის ოპერატორად და ხმის რეჟისორად.

თემურ ჩიჩუა – Python პროგრამირების ლექტორი

თემო AnimaChatbotics-ის მოქმედი Python დეველოპერია და მუშაობს რამდენიმე სხვადასხვა კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებაზე: Natural Language Processing,  Machine Learning, Hardware Development, Web Services. ასწავლის Python Development-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ლაბორატორია “უნილაბსა” და “ექსპლორიუმში”.

ქეთო შავაძე – ვებ-პროგრამირებისა და WordPress-ის ლექტორი

ქეთო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ციფრული მედიისა და კომუნიკაციის II კურსის სტუდენტია. ამჟამად სტაჟიორად მუშაობს ილიაუნის კიბერლაბორატია უნილაბში ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. 
ინტერესის სფეროებია: ხელოვნური ინტელექტი, ციფრული და კონტენტ მარკეტინგი, პროგრამირება.